„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის სამუშაოებს ატარებს

ხვალ, 12 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, გარკვეულ უბნებში, წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე ეტაპზე ახლად მოწყობილი წყალმომარაგების ქსელის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება.

„სამუშაოები პარალელურად 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 12 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან 13 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N11, წულუკიძის ქუჩას და I-II შესახვევებს, III შესახვევის N1,2,3,4,5, IV შესახვევის N8-და N10, ზანდუკელის ქუჩა N22- 34; N21- 51, ჯავახეთის ქუჩა N66 -152, ჯავახეთის I, II, III შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებას, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, კახეთის გზატკეცილის N 17-23, 10, 34, 36 და 38, შუამთის ქუჩა N10, ონაშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, იოზეფ მანდელშტამის, ზაქარია მხარგრძელის და 17 შინდისელის ქუჩებს, აეროდრომის დასახლების - II, III, IV, V, VIII, X ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი