ჯინ შაჰინი - სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე

სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

„სენატორ რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი მრავალი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის მხრიდან არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლა, უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

სენატორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოსთან საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა საქართველოს მიმართ, საზღვარგარეთ აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელ მსოფლიოში დიპლომატიური თანამდებობები კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით სწრაფად შეივსოს. სენატორი რუბიო და მე ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და ამ საკითხების განხილვას მისი თანამდებობაზე დამტკიცების მოსმენაზე მოუთმენლად ველი“, - აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ