სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ, თავდაპირველად, იმავე შენობაში დარჩება

სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ, თავდაპირველად, იმავე შენობაში დარჩება.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის თაობაზე იმსჯელეს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ისაუბრა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, 2025 წლის განმავლობაში, ფორმირების ეტაპზე სხვადასხვა საჭიროება დადგება და ამიტომ, სპორტის სამინისტროსთვის შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოსაძებნად მუშაობა დაწყებულია.

„საწყის ეტაპზე მოიაზრება, რომ სპორტის სამინისტრო კვლავ განთავსებული იქნება კულტურის სამინისტროს ამჟამინდელ ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა 2025 წლის განმავლობაში, ფორმირების ეტაპზე იკვეთება სხვადასხვა საჭიროება. მათ შორის, ეს სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, რომ ახლებურად შეხედოს ინსტიტუციური მოწყობის საკითხს და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის სამუშაოები უკვე დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოსაძებნად. მომავალი ხელმძღვანელობა ბიუჯეტის დაზოგვის თვალსაზრისით უფრო მეტად ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი იყოს გაწეული ამ მიმართულებით და ჯერჯერობით მისი განთავსება იმავე სამინისტროს შენობაში ამ გარემოებითადაა განპირობებული“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის კულტურისა და სპორტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო