Human Rights Watch-ის წარმომადგენლები - ევროკავშირმა რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა - საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილონ

ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია ავრცელებენ.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ. ასევე, ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მკაცრი პასუხი, საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დასაჯოს და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესოს.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების ცემასა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს. ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის პარალელურად უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი