მამუკა მდინარაძე - სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს და დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია

ჩვენ, ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს, თურმე ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია ჩვენ ყველას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გამოწვევების შესაბამისად, პარლამენტი პიროტექნიკასთან დაკავშირებით რეგულაციებს მიიღებს.

„როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს, სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელებიც და ის ხალხი, ვინც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე, ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს. ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, ეს მოგვჩვენებია ჩვენ ყველას და თურმე არაფერი არ არის. სინამდვილეში კი ეს ადამიანები შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტი შესაბამის ნორმას მიღებს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბელგიაში, დანიაში, საბერძნეთში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ექნება „გარკვეული დაზღვევა, რომ მედიამ სრულფასოვნად მოახერხოს მუშაობა ისე, რომ ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ შეექმნას“.

„მსგავსი აკრძალვები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება პრევენციას და იმას, რომ ძალადობის შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს. ამ მიზნიდან გამომდინარე შემუშავდა ქართული კანონპროექტიც,“ - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვასთან ერთად, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს. კერძოდ, პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში