აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დაამტკიცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 880 100 000 ლარს შეადგენს.

„კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, წინა საბიუჯეტო წელთან შედარებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 15%-ით გაიზარდა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 800 100 000 ლარს, მათ შორის, შემოსავლები 685 100 000 ლარია. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 660 000 000 ლარით, საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები კი - 456 034 600 ლარია.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ტურიზმის სფეროს დაფინანსების ზრდა.

მინისტრის განმარტებით, იზრდება როგორც მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი სპეციალური ტრანსფერის მოცულობა, ასევე, მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება. სამინისტროების მიხედვით, ფინანსები ასე გადანაწილდა:

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 149 619 600 ლარი

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 154 000 000 ლარი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 65 500 000 ლარი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 36 820 600 ლარი

მოხსენების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

თანამომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის განცხადებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების ტენდენციაა, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ხაზი გაუსვა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ სიახლეებს, განათლების, კულტურისა და სპორტის პროგრამების, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსების ზრდას. ისაუბრა გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე.

სხდომაზე, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ დასკვნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში - კახაბერ კირტავამ წარმოადგინა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა.

აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებას, სხდომაზე დამსწრე 13-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი