თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი მარიამ კვერნაძე თანამდებობიდან წავიდა

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი მარიამ კვერნაძე თანამდებობიდან წავიდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს.

„არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა სამთავრობო ცვლილებაზე მერი თავად აკეთებს განცხადებას. თუ რამე ცვლილება გვექნება, აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადეს მერიაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი მარიამ კვერნაძე თანამდებობიდან წავიდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე „ფეისბუკში“ წერს, რომ „კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა“.

„თბილისის მერიის სისტემაში 30 ათასამდე თანამშრომელია, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ფუნქციებს ასრულებს, ვისი გაშვებაც უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევს ქალაქის. დანარჩენი ე.წ. პარტიულ/ნეპოტისტური ბალასტი არც საქმეს აკეთებს და არც ხმის ამომღებია. ამიტომ მეტი სოლიდარობა ერთმანეთში, ვინც რეალურად მუშაობთ და კალაძე იძულებული იქნება თქვენი ხმა მოისმინოს, სხვა შემთხვევაში ასე ძალადობრივად ეცდება სისტემის გაწმენდას არაპარტიულად მორჩილი ხალხისგან.

თბილისის მერია, გააკეთეთ განმარტება რა ხდება მერიის სისტემაში”, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი