თეონა აქუბარდია - ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც უკანონო პარლამენტი და ხელისუფლება აღიარებული არ არის, არამედ მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად

ქართველი ხალხის ორკვირიანმა უწყვეტმა პროტესტმა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, შედეგი უკვე გამოიღო - ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც უკანონო პარლამენტი და ხელისუფლება აღიარებული არ არის, არამედ მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც აქუბარდია განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინეთ მოწოდება, რომ „შეწყდეს წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ივანიშვილის შავრაზმელები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდნენ“.

„ქართველი ხალხის ორკვირიანმა უწყვეტმა პროტესტმა ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ევროპის ქალაქებში, უკვე გამოიღო შედეგი, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც უკანონო პარლამენტი და უკანონო ხელისუფლება არ არის აღიარებული. მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად, ის ძალა, რომელიც საკუთარ ხალხს წამებას, რეპრესიებსა და ტერორს უწყობს. ჩვენი საერთო მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლების კუთხით, ევროკავშირის საერთო განცხადებაში ასევე, მოხსენიებულია. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ მოწოდებულია, შეწყდეს წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ივანიშვილის შავრაზმელები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქართველი ხალხის იმ ბრძოლაზე, რომელსაც ის საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დასაცავად გადის. ამიტომ, მოხსენიებული სანქციები უშუალოდ რეჟიმის შემქმნელებისა და რეპრესიების განმახორციელებლების მისამართით, არის ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გზავნილი, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქებიდან ველოდებით.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა იმ საჯარო მოხელეების მისამართით, რომელსაც დღეს ივანიშვილის რეპრესიების მანქანა უპირისპირდება დაშინებით, ტერორით და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი