თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვერნაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, თანამდებობას „პირადი მიზეზით” ტოვებს, რომელიც მისი „ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეობს“.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზირებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - წერს კვერნაძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი