დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

კანონპროექტი კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გააცნო. მისი თქმით, ქონების სააგენტოს ამოცანა იქნება შესაბამისი ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა, ისევე, როგორც უფლებამოსილებების ჯეროვნად, ეფექტიანად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელება. აღნიშნულ საქმიანობაში ქონების სააგენტო იმოქმედებს დამოუკიდებლად, სამინისტროს, მთავრობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყების მხრიდან ჩარევის გარეშე.

შესაბამისი ცვლილება განხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონშიც. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების მიღებით სამართლებრივად ახლებურად, ევროპული სტანდარტებით მოწესრიგდება ელექტროენერგიის და გაზის გადამცემი სფეროს რეგულირების საკითხი, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი