გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება) შეთანხმება განიხილა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევების განხორციელების მიზნით საქართველოსთვის საკრედიტო რესურსს გამოყოფს.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ფარგლებში დავიწყეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა შეფასდეს წინასწარ, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ პროექტმა გარემოს დაცვის ნაწილში, ეკონომიკური და სოციალური ეფექტების შეფასების და სხვა მიმართულებით. ამ პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები და სწორედ ამას ემსახურება ეს ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც აზიის განვითარების ბანკი 13 მლნ 535 ათასი ევროს ოდენობით რესურსს გამოყოფს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან დეპუტატებს სესხის პირობებისა და ვადების თაობაზე ინფორმაცია გააცნო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი