გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების თაობაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების თაობაზე იმსჯელა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი შეეხება იმ კანონპროექტებს, რომელთა მიღებაც მნიშვნელოვანია ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე მათი მიღება წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას. მათ შორის არის: კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა - „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან ერთად; ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტები; კანონპროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „ბიოლოგიური მრავლაფეროვნების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი