Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა, მაგრამ მხარეებს მოლაპარაკებების დროს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ.

დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სწრაფად მიღწევა სურს.

უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებზე გაამახვილა.

„შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აღინიშნა, მაგალითად, გარანტიები, რადგან მხოლოდ მშვიდობა საკმარისი არ არის და პუტინმა შეიძლება იგი დაარღვიოს, როგორც ეს ადრე გააკეთა“, - განაცხადა უკრაინულმა წყარომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი