საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროექტი - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, ახლებურად დარეგულირდება მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში კვოტირების საკითხი.

„კერძოდ, კანონის მიღების შემდეგ, დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით მიიღებს.

პროექტით, ასევე რეგულირდება დელეგატის ბიუროს საკითხი. კონკრეტულად კი დელეგატებს რეგიონებში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ექნებათ იგივე რესურსები, რაც მაჟორიტარ დეპუტატებს ჰქონდათ.

პროექტით ცვლილება შედის აგრეთვე რეგლამენტის 210-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, გარდამავალ დებულებაში განისაზღვრება, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შეეცვალოს სახელი და დაერქვას საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის“ თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა.

ცვლილების თანახმად, წინა მოწვევის მსგავსად, XI მოწვევის პარლამენტშიც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები დატოვებენ პარტიას და იქნება პარლამენტის არანაკლებ 7 წევრისა, შეძლებენ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ეყოლება ხელმძღვანელი და ისევე როგორც ფრაქციას, 7 წევრზე მეტის შემთხვევაში, შეეძლება ჰყავდეს ორი მოადგილე.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ