ეკატერინე გალდავა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KFTC) ეწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და მიმოიხილეს არსებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, მდგრად მაკროეკონომიკურ გარემოს და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„KFTC-ში ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა სემინარები. ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვარლამ ებანოიძემ და ნატალია ჭყოიძემ საქართველოს ფინტექ სტრატეგიისა და საგადახდო სისტემების თაობაზე პრეზენტაციები წარადგინეს.

თავის მხრივ, სემინარი კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც გამართეს, რომელიც კორეის საგადახდო სისტემებს, კრედიტ სქორინგს, ფინტექ პოლიტიკასა და ღია ბანკინგის თემებს მოიცავდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი