ოკუპირებულ აფხაზეთში „ენგურჰესის“ გათიშვის გამო ელექტროენერგია აბონენტებს 07:00-დან 21:00-მდე პერიოდში მხოლოდ ორჯერ - 1 საათისა და 24 წუთის განმავლობაში მიეწოდებათ

ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ელექტროსადგურის მუშაობა “იძულებით შეაჩერეს”. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ჩერნომორენერგო” ავრცელებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს მართავს.

განცხადების თანახმად, “ენგურჰესის” მუშაობის იძულებით შეჩერება “კავშირშია წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონესთან და წყლის არასაკმარის შემოდინებასთან”.

კომპანიის თანახმად, ელექტრომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მიწოდების ახალ გრაფიკზე მუშაობენ.

“დღის ჩართვები მოხდება ახალი გრაფიკით, დამატებით იქნება გამოქვეყნებული. ელექტრომომარაგების ღამის რეჟიმი უცვლელი რჩება: 21:00-დან 07:00-მდე გთხოვთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა დაიცვათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, “ჩერნომორენერგომ” გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბონენტებს 07:00-დან 21:00-მდე ელექტროენერგია მხოლოდ ორჯერ ჩართვებით და ყოველი ჩართვა 1 საათსა და 24 წუთს გაგრძელდება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი