„კოკა-კოლა“ - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, საახალწლო ქარავანი წელს გავაუქმოთ - ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ "სანტა" საკუთარ თავში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ, - ამის შესახებ განცხადებას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც „დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.

„კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.

დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა ამ გზავნილით, კოკა-კოლა ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ "სანტა" საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი