საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები.

საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

„ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო“, - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი