ანა დოლიძე - მე ვარ პოლიტპატიმრის შვილი და ძალიან კარგად მესმის თუ რას ნიშნავს ადამიანი ციხეში უსამართლოდ იჯდეს

მე ვარ პოლიტპატიმრის შვილი და ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ადამიანი ციხეში უსამართლოდ იჯდეს , - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, დღეს საქართველოს 300 პოლიტპატიმარი ჰყავს.

"საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი. მამაჩემი იყო პოლიტპატიმარი ზვიად გამსახურდიას დროს, ეს არის ძალიან რთული. მე მინდა, მათ მადლობა ვუთხრა, საქართველოს სახელით, რომ ამაზე წავიდნენ. ძალიან რთულია და მე ეს კარგად ვიცი, რომ ადამიანები ციხეში სხედან უსამართლოდ, ტყუილად. ყველა განცხადებაში უნდა ჩაიწეროს და ჩაიწერება კიდეც ამ ხალხის გამოშვება. მსგავსი რამ უახლოეს საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და ამას ექნება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს