პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი - შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მოწმემ, რომელიც დაკავების დროს საერთოდ არ ყოფილა, ეს არის „რუსული მილიცია“, როცა ცრუ მოწმეების ბრალდებით გიჭერენ - ეს რეჟიმი არის დასასრულებელი

რუსული „მილიცია“ არის ეს, რასაც ახლა აკეთებენ - ცრუ მოწმეების ბრალდებებით გიჭერენ - ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი, - ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პედიატრმა კოტე ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ბრალდების საქმეზე ე.წ. ცრუ მოწმეები იყვნენ წარმოდგენილები.

„როგორც ნახეთ, იტყუებოდნენ და ორივე მოწმეს შუბლის ძარღვი ჰქონდა გაწყვეტილი. დაკავების დროს, სადაც ვსაუბრობდი, იქ, თვითონ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ვიღაცები იტყუებიან, სცემენ და ასე გამოდიანო და ახლა, მაგალითად, ერთ-ერთმა ცრუ მოწმემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, რომელიც დაკავების დროს იქ, საერთოდ არ ყოფილა. თვითონ იქ, პრეტენზია ჰქონდათ- „აი, რომ არ გცემთ, იმიტომ არ ვართ რუსული „მილიაცია“ და რუსული „მილიცია მარტო“ ეს კი არ არის, რუსული „მილიცია“ არის ის, რასაც ახლა აკეთებენ - ცრუ მოწმეების ბრალდებებით რომ გიჭერენ. თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, გიორგი ახობაძე ე.წ. ჩადებით არის დაჭერილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა, მე და ჩემი მეგობრები აქციაზე წავალთ, იქ დავდგებით და გამოვხატავთ პროტესტს.

ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი“, - განაცხადა კოტე ჩახუნაშვილმა.

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ის 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა