ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, მნიშვნელობა არ აქვს, ვერ იქნება ლეგიტიმური - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმის მიუხედავად, რამდენ თოჯინას დაამატებს ან გამოაკლებს ივანიშვილი თოჯინების თეატრს

დღეს გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თუ ეწვევა, თორემ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ დახვდება და მიიღებს, ასე იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ახლა პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პროცესიც ვერ იქნება ლეგიტიმური.

„საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო და ამას მოჰყვა თოჯინების თეატრის მთავრობად დანიშვნა. ახლა პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროცესიც ვერ იქნება ლეგიტიმური. ხალხმა ხელი როგორ უნდა შეუშალოს ამ პროცესს? - ხალხმა უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი პროტესტი.

მიუხედავად იმისა, რომ მილევად რეჟიმშია, 14 დეკემბრამდე საკმარისი ძალა დარჩება ივანიშვილს იმისათვის, რომ სპეცრაზმელების ალყა შემოარტყას საპარლამენტო შენობას, გამოკეტოს ერთ ოთახში ადამიანები, რომლებიც არალეგიტიმურად აირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პრეზიდენტს არ ექნება არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ისევე, როგორც დღეს გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თუ ეწვევა, თორემ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ დახვდება და მიიღებს, ასე იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც. თუ ის დარჩება, როგორც პრეზიდენტი, თავისი სამყოფლის გარდა დიდად სასიარულო არ ექნება. ჰეზბოლას ლიდერთანაც ვეღარ წავა, ის კაცი მოკლეს.

აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რა ბრძოლაც დაწყებული გვაქვს მიუხედავად იმისა, რამდენ თოჯინას დაამატებს ან გამოაკლებს ივანიშვილი თოჯინების თეატრს. ამ ყველაფრით შინაარსობრივად არაფერი არ იცვლება. მას მოუწევს სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა და მათ შორის აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია