ავღანეთში აფეთქებას „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ხალილ ჰაკანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს მოძრაობის ყველაზე მაღალი დონის მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ის, 2021 წელს, ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნდა.

აფეთქების შედეგად, ჰაკანის გარდა, კიდევ ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ხალილ ჰაკანი თალიბანის ძლიერი ფრაქციის, ჰაკანის ქსელის, მაღალი რანგის წევრი იყო. ის აშშ-მა გლობალური დონის ტერორისტად გამოაცხადა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (IS) აიღო.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო