Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება

ახალი წლისთვის დასამახსოვრებელი საჩუქრების სიის შედგენა უკვე დაიწყე? ეწვიე Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებს 31 დეკემბრის ჩათვლით და შეარჩიე Samsung-ის საყოფაცხოვრებო და სმარტ ტექნიკა 35%-მდე ფასდაკლებით.

ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდის ფარგლებში, შეგიძლია ისარგებლო Trade In აქციით Samsung-ის უახლეს, მხოლოდ ოფიციალურ, კეცვად Galaxy Z Flip6, Galaxy Z Fold6 და ასევე S24 სერიის სმარტფონებზე. დაზოგე თანხა და შეხვდი ახალ წელს Samsung-ის ახალ სმარტფონთან ერთად.

ისარგებლე ფასდაკლებებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. დღესასწაულებისთვის ტევადი და თანაც დახვეწილი მაცივარი ნამდვილად დაგჭირდება. შეიძინე Samsung-ის უახლესი Bespoke მაცივარი SpaceMax ტექნოლოგიით 25%-მდე ფასდაკლებით და შეხვდი ახალ წელს მომზადებული. მაცივრის ჯამური მოცულობა 388 ლიტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია აღარ იდარდო იმაზე, მოათავსებ თუ არა ყველა სადღესასწაულო კერძს შენს მაცივარში.

თუ სარეცხი მანქანის განახლებას გეგმავ, შეიძინე Samsung-ის 11 კგ ტევადობის უახლესი სარეცხის მანქანა 25%-მდე ფასდაკლებით. ისიამოვნე უფრო ეფექტური რეცხვით AI Ecobubble™ ტექნოლოგიის მეშვეობით. Ecobubble ტექნოლოგია წინაწარ აქაფებს სარეცხ საშუალებას, წარმოქმნის ქაფის ბუშტუკებს, რომლებიც ღრმად აღწევს ქსოვილში და აშორებს ჭუჭყს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ასევე ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას 70%-მდე.

თუ დღესასწაულებზე ოჯახური შეკრებები და საყვარელი ფილმების ყურება გიყვარს, შეიძინე Samsung-ის უახლესი QLED და Neo QLED ტელევიზორები 30% და 35%-მდე ფასდაკლებით და აქციე ყოველი მომენტი დაუვიწყარ თავგადასავლად. AI-ით მხარდაჭერილი Samsung-ის უახლესი პროცესორი ქმნის საოცარ 8K გამოცდილებას. AI Upscaling Pro ტექნოლოგია, ზრდის კონტენტის რეზოლუციას 8K-მდე, საყვარელი გადაცემების ყურებისას ან ვიდეო თამაშების დროს.

აღმოაჩინე Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები, ეწვიე Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიათა ქსელებს – ალტა, ელიტი, მეგატექნიკა, კონტაქტ ჰოუმი, ისარგებლე ფასდაკლებებით 31 დეკემბრის ჩათვლით და აჩუქე, საყვარელ ადამიანებს ის, რაც სულ ემახსოვრებათ.

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო