რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინამ გროზნოში, შსს-ის სპეციალური პოლკის ყაზარმებზე დრონით თავდასხმა განახორციელა

გროზნოში ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმებზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ჩეჩნეთის ხელმძღვანელზე, რამზან კადიროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.

„გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის გმირის ა.ა.კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმების შენობების თავზე დრონი ჩამოაგდეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაშავდა დაცვის ოთხი ჯარისკაცი. იმ დროს მორიგე პერსონალი ასეთი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, - წერს კადიროვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატმა, რომელიც ჰაერში აფეთქდა, დააზიანა სახურავი და ჩაამტვრია მინები. ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა კი მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.

კადიროვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

„არ გამიკვირდება, თუ უკრაინის ნაცისტური სარდლობა ხმამაღლა მოახსენებს თავის დასავლელ ბატონებს გრანდიოზული სპეცოპერაციის კოლოსალური შედეგების შესახებ. ასეთი პათეტიკური ქმედების აზრი მხოლოდ ესაა“, - წერს კადიროვი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო