ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნურბეკიანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან არმენ ნურბეკიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარი საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას შეეხო, რაც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ნათია თურნავამ, სომეხ კოლეგას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივად, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში. ასევე, მან ყურადღება დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე გაამახვილა.

„არმენ ნურბეკიანმა, სომხეთში არსებულ მონეტარულ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და რეგიონში მაღალი გაურკვევლობის ფონზე, სწრაფად ცვალებად ვითარებას გაუსვა ხაზი.

მხარეებს შორის საუბარი ფინანსური სერვისების განვითარების საკითხებსაც შეეხო. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი