რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - 2024 წელს, მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა - 550 ჟურნალისტი დაკავებულია

2024 წელს ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ან მასთან დაკავშირებით მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ აღნიშნულია პრესის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტების ნახევარზე მეტი კონფლიქტურ ზონებში დაიღუპა. მესამედი - ღაზას სექტორში.

ჟურნალისტების საქმიანობისთვის ყველაზე სახიფათო რეგიონები იყო: ღაზას სექტორი, პაკისტანი, ბანგლადეში.

ამჟამად მსოფლიოში 550 ჟურნალისტია დაკავებული, რაც 7 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. გისოსებს მიღმა ყველაზე მეტი ჟურნალისტი ჩინეთში, მიანმარში, ისრაელში, ბელარუსსა და რუსეთში იმყოფება.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციაში კიდევ რვა ჟურნალისტი დააკავეს. ამასთან, ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა ყველაზე მეტი, 17 ჟურნალისტი დააკავა და ის ახლა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს დაკავებული და დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს