ვიქტორ ორბანი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებაზე ჩვენი შეთავაზება უარყო - სამწუხაროა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას შესთავაზა, საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლას დათანხმდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო.

„ჩვენ გავწიეთ ახალი ძალისხმევა მშვიდობისთვის. შევთავაზეთ საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს აშკარად უარყო და გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო!“- წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აღნიშნულზე კომენტირებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ვიქტორ ორბანი არ დაურეკავს სირიის ყოფილ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს მოსკოვში მისი ერთსაათიანი ლექციების მოსასმენად.

„სრულიად ნათელია, რომ რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევა მოითხოვს ამერიკის სიმტკიცეს, ევროპის ერთიანობას და ყველა პარტნიორის ურყევ ერთგულებას გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების მიმართ. არავინ უნდა გააძლიეროს პიროვნული იმიჯი ერთიანობის ხარჯზე; ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება საერთო წარმატებაზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე მსჯელობა უკრაინის გარეშე არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება