ელენე ხოშტარია - ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, რომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილთან, რუსებთან ურთიერთობის არის ზეწოლა - ყველანაირი კონკრეტული მექანიზმი, სანქციებიც განხილულია

[ევროპარლამენტარებს] მათ ესმით, რომ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი, ეს არის რუსეთ-ევროპის საკითხი და მათ რაც მთავარია ესმით, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და მზად არიან ამ ბრძოლაში დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, რომ ივანიშვილთან, რუსებთან ურთიერთობისას ერთადერთი გამოსავალი არის ზეწოლა.

„თავისი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ეს არის მათი ინიციატივა, რომ სწორედ ამ კრიზისის დროს ჩამოვიდნენ აქ. ხვდებიან ოპოზიციას, პრეზიდენტს, საზოგადოებას, მედიას. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. ამ ხალხს ვითარება უკიდურესად სწორად ესმის. ისინი განიცდიან ყველა მოქალაქის უკანონო დაპატიმრებას, ცემას. დეტალურად იცოდნენ ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. სრული მხარდაჭერა აქვთ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის მსხვერპლები არიან. ასევე პოლიტიკური გამოსავალი ძალიან კარგად ესმით. მათ ესმით, რომ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი, ეს არის რუსეთ-ევროპის საკითხი და მათ რაც მთავარია ესმით, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და მზად არიან ამ ბრძოლაში დაუჭირონ მხარი. ყველანაირი კონკრეტული მექანიზმი, სანქციებიც განხილულია, თავად ისაუბრებენ ამაზე. ძალიან კარგად ესმით, რომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილთან, რუსებთან ურთიერთობის არის ზეწოლა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება