დიმიტრი ცქიტიშვილი - შეხვედრა გვქონდა იმ ხალხთან, ვინც ევროპარლამენტში საქართველოზე მუშაობს - მათი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხებზე უმნიშვნელოვანესია ევროპელი სტრუქტურების დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად

საუბარი გვქონდა იმაზე, ევროკავშირმა და მისმა სხვადასხვა ორგანოებმა, როგორიც არის ევროკავშირის საბჭო, მინისტერიალი და კომისია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რათა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობასა და პროტესტს, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის, კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას.

„დღეს შეხვედრა გვქონდა იმ ხალხთან, ვინც ევროპარლამენტში საქართველოზე მუშაობს. მათი პოზიცია და მათი დამოკიდებულება საკითხებზე უმნიშვნელოვანესია მთლიანად ევროპელი სტრუქტურების დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. მათი კრიტიკული დამოკიდებულება, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ იქნა მოპარული არჩევნები, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახა. ახლა საუბარი გვქონდა იმაზე ევროკავშირმა და მისმა სხვადასხვა ორგანოებმა, როგორიც არის ევროკავშირის საბჭო, მინისტერიალი და კომისია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რათა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობასა და პროტესტს, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის, კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი.

საუბარი ბევრი მიმართულებით წარიმართა, ბევრი შესაძლო ნაბიჯის შესახებ, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა გადადგას. რთული მექანიზმია ევროკავშირი და გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, სრული მხარდაჭერა სჭირდებოდეს, მაგრამ არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ასეთი შეიძლება იყოს მათ შორის, კონკრეტული ადამიანებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ვიზების შეზღუდვა, მათი არ მიღება საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე და ა.შ. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რომ ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები არ აღიარებენ ლეგიტიმაციას 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების. ბუნებრივია, შესაძლებელია ევროკავშირმა ხელახალი არჩევნების საკითხი ვერ დააყენოს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნა და ამ მოთხოვნაში ერთიანები ვართ“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი