ბრიტანეთის ელჩი - შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ

შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში.

ანგარიშვალდებულება აუცილებელია, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის მიხედვით, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის,“ - განაცხადა ელჩმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო