კაია კალასი - გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოვიყენოთ - ეს რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია

ევროკავშირში გაყინული მილიარდობით ღირებულების რუსული სახელმწიფო აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა კომპენსაციაზე და რომ რუსული აქტივები ევროკავშირში რუსეთზე ზეწოლის იარაღია.

„სენსიტიურობის მიუხედავად, ჩვენ ერთ დღეს ამას მივაღწევთ“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რუსული სახსრები ხელს შეუწყობს ხარჯების გადახდას ყველა იმ ზიანისთვის, რომელიც რუსეთმა უკრაინას მიაყენა.

„სჯობს პატარა ჩიტი გვყავდეს ხელში, ვიდრე დიდი ჩიტი სახურავზე. ასე რომ, გვყავს პატარა ჩიტი ხელში [გაყინული აქტივები] და ეს ასევე არის რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება