ნათია თურნავა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორს ათანასიოს ორფანიდისს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) პროფესორს, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ათანასიოს ორფანიდისს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიასა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა.

„ათანასიოს ორფანიდისმა მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

MIT-ის პროფესორმა ნათია თურნავას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კუთხით სებ-ის სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარა.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი