საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა - „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა - „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” - ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ოლიმპიადაში, რომელიც ონლაინ ფორმატში 4-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 23-მა სტუდენტმა.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ დავალება, კომისიისთვის წარედგინათ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ - ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბროშურების მიხედვით მომზადებული 20-შეგვინანიე ტესტის პასუხები და 10-ქულიანი ესსე, ხოლო სტუდენტებისთვის 50-ქულიანი ტესტური დავალება იყო შემუშავებული.

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. დღეს, მსოფლიოში, განსხვავებით ადრეული წლებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. მეცნიერები არ დავობენ, რომ კატასტროფების რისკების შემცირება შესაძლებელია - სწორედ ეს ძირითადი ნიუანსები იყო ოლიმპიადის ჩატარების ძირითადი მოტივი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს”, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადის - „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” - საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მოსწავლეთა შორის: I ადგილი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მოსწავლე მურმან ნაფეტვარიძე - 28 ქულით; II ადგილი - წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო გაბროშვილი - 27 ქულით; III ადგილი - წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ტატიანა ბერიდუ და ლანა კახაძე - 23 ქულით; სტუდენტებს შორის: I ადგილი - მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე - 40 ქულით; II ადგილი - მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ვახტანგ ნაზღაიძე - 39 ქულით; III ადგილი - სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ღამბაშიძე და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები - ანა დოლიძე, ბაჩა თაბაგარი - 38 ქულით.

სტუ-ის ინფორმაციით, დასკვნით ღონისძიებაზე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი