გიორგი ვაშაძე - პროტესტში ვიქნებით 13 და 14 დეკემბერს - ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი - რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ხალხის წარმომადგენლად

ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი - რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გავაჟღერეთ დღეს. არ ვცნობთ, არალეგიტიმურია ის, რაც ახლა ხდება. ასევე, არ ვცნობთ იმ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად. ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს და მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, რა პროცედურაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიქნებით პროტესტში 13 დეკემბერსაც და 14 დეკემბერსაც. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ და პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენ გვექნება პრეზიდენტთან საუბარი, გვექნება სხვა კოლეგებთან საუბარი და გავაგრძელებთ...“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი