თინა ბოკუჩავა - რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს

რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მისი პოზიცია, რომ ისიც, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

„შესაბამისად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ფორმირებულ დე ფაქტო პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ ე.წ. დე ფაქტო არჩეულ პრეზიდენტს და ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუმცა რა როლს შეითავსებს ის მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, გახდება ის თუ არა, მათ შორის მაკონსოლიდირებელი ფიგურა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, ეს ბუნებრივია პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია და ამას მოჰყვება შესაბამისი მოქმედებები ოპოზიციიდან, რომელიც დღეს არის ერთიანი, როგორც არასდროს, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს პრეზიდენტ, ზურაბიშვილს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი