რასა იუკნევიჩიანე - ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში - ისინი, ვინც ამბობენ, რომ იქ არავინ გელოდებათ, ცრუობენ

როგორც ლიეტუველმა, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა: ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ისინი, ვინც ამბობენ, რომ არავინ გელოდებათ თქვენ ევროკავშირში, ცრუობენ. რადგან ჩვენ გვესმის, რომ ის ნაცრისფერი ზონები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე დარჩა, მხოლოდ „რუსკი მირის“, ანუ რუსეთის გავლენის, კრემლის გავლენის სიაშია, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგრამ ასევე მინდა ნათლად ვთქვა: ის, რაც ხდება გასული წლების განმავლობაში მმართველი პარტიის ქცევა, როცა მეტ-ნაკლებად სამართლიან არჩევნებში აირჩიეს, და ახლა ეს რეჟიმი ცდილობს, ამის გაგრძელებას ძალადობის გამოყენებით შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ნიღბები მოხსნილია, ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი მმართველი პარტიისგან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მის ჩართულობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველაფერი ხალხის ხელშია, რისთვისაც იბრძვიან და რა თქმა უნდა, ამიტომაც ვართ აქ მათ მხარეს, ვინც იმავე ღირებულებებისთვის იბრძვიან, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი