ბოლნისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ქალაქ ბოლნის კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი, რომელიც შემოისაზღვრა ორმაგი ბადე-პანელით. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოსასვენებელი სკამები. ამ ეტაპზე იგება ხელოვნური საფარი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 293 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი