პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

მთავრობის მიერ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო დაემატება. კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.

კანონპროექტი 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა