გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ გლდანს, ავჭალას, ასევე დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, ქუმლისციხე, სეთურნი, ხადა და მიმდებარე სოფლებში; 09:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ სიონში; 10:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალაში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო