თეონა ჭალიძე - გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და ე.წ. ტიტუშკები დაგვხვდნენ

გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან" ე.წ ტიტუშკები დაგვხვდნენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები.

ჭალიძე იმედს გამოთქვამს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შედეგს სწრაფად დადებს.

„გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან" ე.წ ტიტუშკები დაგვხვდნენ.

მათგან ერთ-ერთმა კამერების და ჟურნალისტების თვალწინ ხელი დამარტყა, როგორც გაირკვა, შემდეგ გადაცმული პოლიციელი ყოფილა.

არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები. დიდი იმედი არ მაქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფად დადებს შედეგს, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველა ფაქტის დაფიქსირება შესაბამის უწყებებში მაინც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ჭალიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა