რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ

მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ.

ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” (IPI) "გლობალური ქსელისა" და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ.

განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები "საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს", სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს.

აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, უფრო ფართოდ, დემოკრატიული თავისუფლებების უკუსვლის პარალელურად ხდება.

“ჩვენ, მკაცრად ვგმობთ მიზანმიმართულ, განზრახ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ საქართველოში ახლანდელი პროტესტების ტალღის პერიოდში. პროტესტი გამოიწვია 28 ნოემბერს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე.

საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ასეთ ბნელ დროს, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს საზოგადოების ინფორმირებისთვის, წარმოუდგენლად მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად. მათი სამუშაო აუცილებელია - არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების ინფორმირებისთვის მიმდინარე მოვლენებზე, არამედ სამყაროსიც.

ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ, და დააკავეს. მათი აღჭურვილობის კონფისკაცია და განადგურება მოხდა, და მათ სამუშაოს მუდმივად უშლიან ხელს. ამავდროულად, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაშავების სამთავრობო კამპანიები უცვლელად გრძელდება.

ადგილობრივი მედიის თავისუფლების ორგანიზაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან მინიმუმ 90 ჟურნალისტი აღმოჩნდა ფიზიკური თავდასხმის, ვერბალური შეურაცხყოფის და ხელშეშლის წინაშე, როდესაც პოლიცია სასტიკად შლიდა პროტესტებს. დაშავებული ჟურნალისტების უმრავლესობა წარმოადგენენ დამოუკიდებელ და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გამოცემებს…

საქართველოში მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, უფრო ფართოდ, დემოკრატიული თავისუფლებების უკუსვლის პარალელურად ხდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მედია გარემო სულ უფრო მტრული და სახიფათო გახდა, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ინსტიტუციური ინსტრუმენტები იარაღად გამოიყენება კრიტიკული ხმების შევიწროებისთვისა და შეზღუდვისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ჯამში 78 წამყვანი რედაქტორი, ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო