ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო - გადაკეტილია გამსახურდიას ქუჩა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გამსახურდიას ქუჩაზე - საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას საჯარო სექტორის თანამშრომლებიც უერთდებიან.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

“წვიმის და სიცივის მიუხედავად, ბათუმი მაინც გამოვა და გააპროტესტებს ძალადობას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას. გამოსავალი ერთია, რუსული რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და ველოდებით ჩვენს თანაქალაქელებს”, - აცხადებენ შეკრებილები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა