რასა იუკნევიჩიენე - ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის - აქ ვართ ჩვენი ინსტიტუტებისთვის ნათელი მესიჯის გასაგზავნად: არა მარტო ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ

ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიას განუცხადა.

ევროდეპუტატის თქმით, კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება, რათა ევროპული ინსტიტუტებისთვის ნათელი მესიჯი გაგზავნონ: „არა მარტო ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ“.

“ახლანდელი რეჟიმი შეუსაბამოა. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება. [ევროპული გზა] წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მივყვებით [ევროპარლამენტის] მიღებულ რეზოლუციას.

აქ ვართ ფაქტების დადგენის მისიით, ასევე, იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რომლებიც ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინაიდან, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ასევე, გვაქვს მოლდოვა, რუმინეთი, სადაც იგივე სცენარია. ასევე, უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს - მხარი დაუჭიროს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ ეშინოდეს, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რეჟიმის დამარცხების, ვინაიდან, ყველაფერი ამ კონკრეტული ცენტრიდან მოდის…

აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად - ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის - ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო