რუსთაველის გამზირზე აქცია დღეისთვის დასრულებულია - საპროტესტო აქტივობები ხვალაც არის დაგეგმილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. 13 დეკემბერს თითქმის მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საპროტესტო გამოსვლები, მათ შორისაა აქტივობები IT/TECH სპეციალისტების, სტარტაპერების, სტუდენტების, HR და ტრენერების, მუსიკის სფეროს და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების, მარკეტერებისა, PR სპეციალისტებისა და იურისტების მონაწილეობით. ცნობილია, რომ პროტესტს შეუერთდებიან ფსიქოლოგებიც.

მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება დღეს 19:00 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტის წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებდნენ: “საქართველო! სანქციები!”

ამასთან, ევროპარლამენტარებმა მსვლელობისას საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა