ნოდარ ხარშილაძე - სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ - ძალადობრივ მანქანას იყენებენ, ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა

ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ბრძოლაში, რომელშიც, როგორც დღეს ჩანს, მხარეები არაფრის დათმობას აპირებენ, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხარშილაძის თქმით, ხელისუფლება ძალადობრივ მანქანას იყენებს იმისთვის, რომ გაუსწორდეს მოქალაქეებს. მისივე შეფასებით, ეს არის ავტორიტარიზმისკენ სვლა და დიქტატურის დამყარების მცდელობა.

“ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, მოქალაქეთა ერთი ნაწილი ერთ მხარეს არის და მეორე მხარეს საკმაოდ დაბალი არის მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერა. ისინი ძალადობრივ მანქანას იყენებენ იმისათვის, რომ გაუსწორდნენ მოქალაქეებს. ამას ერთი სახელი ჰქვია და ეს არის ავტორიტარიზმისკენ მსვლელობა, ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა, იმედია, რომ არა წარმატებული, მაგრამ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ბრძოლაში, რომელშიც, როგორც დღეს ჩანს, მხარეები არაფრის დათმობას აპირებენ. ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს, ამის უფლება არ გვაქვს და ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას იმიტომ, რომ მას ეშინია, მერე რა მოხდება და აბსოლუტურად სამართლიანადაც იმიტომ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას ამ სიძულვილის დანერგვაში და იმ ყველაფერში, რომ საქართველო დღეს ზღვარზე მიიყვანეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვერც კი წარმოედგინათ თავისი თავი პოლიტიკურ პროცესში, დღეს დგანან რუსთაველზე და ადამიანი, ვისთანაც, შეიძლება, პიროვნული პატივისცემა მქონოდა, მაგრამ ანტაგონისტურად ვიყავით განწყობილი, რადგან სხვადასხვა მხარეს ვიდექით, დღეს აბსოლუტურად ერთად ვდგავართ ყველანი ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის “ქართული ოცნების” დამსახურება”, - განაცხადა ხარშილაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო