WSJ - დონალდ ტრამპმა საფრანგეთის და უკრაინის ლიდერებს განუცხადა, რომ სურს, ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააკონტროლონ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის და მაკრონს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, უკრაინა იყოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული ომის დასრულების შემდეგ.

ტრამპის განცხადებით, ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ ჩაერთვებიან მისიაში, თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ევროპული კონტინგენტის მიმართ.

The Wall Street Journal-ის თქმით, ევროპული ჯარები უკრაინაში, შესაძლოა, სპეციალური სამშვიდობო მისიის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც არ იქნება ნატო-ს ოპერაცია. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ „ომს იგებს“ და სავარაუდოდ მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს მისი დასრულების ნებისმიერ მცდელობას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა