ანდრეი ერმაკი - უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის ჯერ მზად არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის დეფიციტის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანა ნატო-ში გასაწევრიანებლად არ მიუწვევიათ და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები არ არსებობს.

ამის შესახებ ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.

„დღეს ჯერ კიდევ არ ვართ მზად. გვაკლია იარაღი, გვაკლია ის სტატუსი, რაზეც ვსაუბრობთ, საუბარია ნატო-ში მიწვევაზე და მკაფიო გარანტიების გაგებაზე, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი არ დაბრუნდება ორ-სამ წელიწადში“, - აღნიშნა ერმაკმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა