მოლდოვა, რუსული გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

მოლდოვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას რუსული გაზის მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, - ინფორმაციას Euroactive-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.

საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის მოთხოვნას 101-ადგილიანი პარლამენტში 56 წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მიზანი მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფაა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და შეზღუდოს ენერგიის ექსპორტი.

მოლდოვას პრემიერის თქმით, კენჭისყრა აუცილებელი ნაბიჯი იყო მოსკოვის „გაზის შანტაჟის“ დასასრულებლად.

„ვლადიმერ პუტინს სურს დნესტრისპირეთის მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და მძევლად აიყვანოს. მოსკოვი ამას აკეთებს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ეს ზამთარი იყოს უკანასკნელი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ჩვენ შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ“, - აღნიშნა დორინ რეჩანმა.

მოლდოვა რუსულ ბუნებრივ გაზს უკრაინის გავლით იღებს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს არ გააგრძელებს, რომლის ვადა 31 დეკემბერს იწურება. მოლდოვა რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. 2022 წლიდან დნესტრისპირეთი და ქვეყნის ცენტრალური მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მოლდოვის მიერ მიღებული მთელი რუსული გაზი დნესტრისპირეთში გაიგზავნებოდა.

დორინ რეჩანის განცხადებით, უკრაინის გავლით ტრანზიტის საკითხი ხელოვნური პრობლემაა, რადგან რუსული გაზის სხვა მარშრუტების საშუალებით მიწოდებაცაა შესაძლებელი. თუმცა, მიწოდება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან „გაზპრომმა“ გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება მოლდოვას მიერ ძველი ვალის გადახდის ვალდებულებას დაუკავშირა, რაც, რუსული გათვლებით, 709 მილიონ დოლარს შეადგენს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო