გურამ მაჭარაშვილი - ახალი წელი მოდის და „სანტა კლაუსს“ კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ - მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი

კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და „სანტა კლაუსს“ კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ - მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ საქართველოს საზოგადოების თვალში, იმ ადამიანებს გამოყოფენ, ვინც ყველაზე მეტად იბრძვის.

კითხვაზე, მიიღო თუ არა სანქციის დაწესების შესახებ შეტყობინება მაჭარაშვილი პასუხობს: „არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“.

„ჩვენი პარტნიორი ქვეყნის იმ ძალებს, რომელთაც სურთ, რომ საქართველოში სუბიექტური სანქციებით დაგვაშინონ, ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ბრძოლა მიდის საქართველოს სუვერენიტეტისთვის და გადარჩენისთვის. ამ სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ საქართველოს საზოგადოების თვალში, იმ ადამიანებს გამოყოფენ, ვინც ყველაზე მეტად იბრძვის. კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და „სანტა კლაუსს“ კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის

მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით, ოც პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება