ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის - ის ფიქრობს, რომ ომს იგებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

„პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს“, - აღნიშნა ბრაჟემ.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ტრამპის კრიტიკას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ იმის გამო, რომ უკრაინის მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმისთვის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები მოხსნა.

„ვფიქრობთ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას აღმოფხვრას კონკრეტული სამხედრო სამიზნეები - მაგალითად, სადაც რუსული თვითმფრინავები ფრინდებიან, ჯარების განლაგება ხდება, ლოჯისტიკური კერები, საწვავის ჰაბები და ა.შ. - მოიტანს მშვიდობას. სრულად ვუჭერთ მხარს ძალის საშუალებით მშვიდობის მიღწევის კონცეფციას, რომელიც ტრამპს აქვს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი პატივს სცემს. მას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ პატივი სცეს“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს